ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია, მედიატორმა ამ შეხვედრაზე მხარეებს კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.
ამავე თემაზე:
არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან
ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს – სამნიძე