LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში Wizz Air-ს ქუთაისიდან ფრენების ნებართვა 21 ქალაქის მიმართულებით მიენიჭა

150
kutaisi-wizz-air

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დამტკიცდა, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air).

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g