LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას ვულოცავ ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს” – პრემიერი საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება

85
BeFunky-collage

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას.

„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა.

ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია.

სწორედ ზვიად გამსახურდია იყო ამ ისტორიული დღის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი.

ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს“. – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g