LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სარეცხი საშუალებები უკანონოდ იწარმოებოდა

54

საქართველოში სარეცხი საშუალებები უკანონოდ იწარმოებოდა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება. კერძოდ, აღნიშნულ ორ საწარმოში იწარმოებოდა სარეცხი საშუალებები – ABC, „პერსილი“, „არიელი“, „კალგონი“, „ფეირი“, „ფენა“, „გუტა“ და „დომესტოსი“ .

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტორ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g