LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძემ საჯარო პირობა დადო, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტში ვიმსჯელებთო, ამ სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ: ალეკო ელისაშვილი

55
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, გუშინდელი წარუმატებელი დღის ერთადერთი კარგი მომენტი კობახიძის საჯარო განცხადება იყო, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის განხილვის პირობა საჯაროდ დადო.

ელისაშვილის თქმით, “მოქალაქეები” რეალური მართლმსაჯულების რეფორმების პაკეტის განხილვაში  მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. დეპუტატის სიტყვებით, სასამართლოს რეალური რეფორმა სჭირდება და არა ის ზედაპირული ცვლილებები.

„გუშინდელი წარუმატებელი დღის ერთადერთი კარგი მომენტი იყო ის, რაც ბატონმა კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ თქვა, რომ პირობას დებს, მოლაპარაკების გარეშეც, მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტში ვიმსჯელებთო, ამ სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ, ეს სიტყვა რეალობად უნდა იქცეს და მართლმსაჯულების რეფორმის რეალური პაკეტი უნდა მივიღოთ,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილი მზად იყო, შეთანხმების დოკუმენტზე ხელი უპირობოდ მოეწერა, რასაც სხვა დანარჩენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არ იზიარებდა და აცხადებდა, რომ შეთანხმებას  ხელს არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერდა.

 

magti 5g