LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი რომ გადაწყვეტილიყო, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მედიაციის მხარე გამოსავალს მოძებნიდა: გიორგი ვაშაძე

68
vashadze

„რურუას თემა რომ გადაწყვეტილიყო, ჩემი აზრით, მედიაციის მხარე ვადამდელ არჩევნებზე რაღაც გამოსავალს მოძებნიდა”,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“, ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველაზე დესტრუქციული როლი პრეზიდენტმა  შეასრულა.

“ეს ქალბატონი ერთი მხრივ, შეთანხმებისკენ მოგვიწოდებს, მეორე მხრივ, ერთი რაღაც შეუძლია გააკეთოს ამ შეთანხმებისთვის და არ აკეთებს – ეს არასწორია. მას მართლა აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ პატარა ლეგიტიმურობა შეიძინოს ამ ქვეყანაში. დარჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი, ვადამდელი არჩევნები. მაგრამ ახლა ბევრი საკითხია დარჩენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მედიაციით გამართული რვასაათიანი მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. მხარეებმა კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

31 მარტს, გვიან ღამით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g