LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით, 3 აპრილს აქცია-მსვლელობა გაიმართება

125
165294449-723940131544513-7396674526400666558-n

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, 3 აპრილს აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები გამართავენ. ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება.

როგორც ღონისძიების თანდართულ ინფორმაციაში წერია, მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:

• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი – “სირცხვილია”
• ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – “სოცაფეთქება”, “დროა”
• ვაკის პარკი – “გირჩი”

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით პარლამენტის წინ, 18:00 საათზე მივლენ.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები 21:00 საათზე პარლამენტის წინ, დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი კვლევით არ დადასტურებულა მ ხ ო ლ ო დ კომენდანტის საათის გონივრულობა პანდემიასთან ბრძოლაში. მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დ რ ო ე ბ ი თ ი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად.

უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ. დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას. თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება. კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ. გვატყუებენ, რომ “ევროპაშიც ასეა”.

სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია.

პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ. გამოდი თავისუფლების მარშზე, დაასრულე კომენდანტი!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g