LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის განსაკუთრებული სიმბოლოა“ – 9 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა

140
Untitled design

9 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა – აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“.

„დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად“ – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს 

„აგვისტოს ომში დატყვევებულ ქართველ ჯარისკაცს რუსი სამხედროები საკუთარი სამშობლოს შეყრაცხყოფას აიძულებდნენ, შემდეგ კი წამებით მოკლეს.

23 წლის მებრძოლმა სიცოცხლე ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლებას დაცვას შესწირა.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის განსაკუთრებული სიმბოლოა.

დიდება გმირებს!“, – წერია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

9 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა.

აგვისტოს ომში დატყვევებულ ქართველ…

Posted by სირცხვილია • Shame Movement on სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023

 

გიორგი ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

„15 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტკივილი არ ქრება, ყოველ დღე გიორგის ხსენებაში და მოგონებაში ვიქარვებთ მის არ ყოფნას“ – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები