LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტკივილი არ ქრება, ყოველ დღე გიორგის ხსენებაში და მოგონებაში ვიქარვებთ მის არ ყოფნას“ – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

206
Untitled design (2)

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ გიორგი ანწუხელიძის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი 15 წლის შემდეგაც არ გამქრალა და ოჯახის წევრები მას ყოველდღიურად იგონებენ.

„გიორგი 23 წლის იყო. 18 აგვისტოს შეუსრულდებოდა 24 წელი, მაგრამ 18 აგვისტომდე ვერ მივიდა იმიტომ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ოსებმა ტყვედ აიყვანეს და შემდეგ რუსეთის ბრძანებით წამებით მოკლეს.

15 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტკივილი არ ქრება, ყოველ დღე გიორგის ხსენებაში და მოგონებაში ვიქარვებთ მის არ ყოფნას,“ – აცხადებს გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე „ფორმულასთან“ საუბრისას.

 

გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე

„15 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტკივილი არ ქრება, ყოველი დღე გიორგის ხსენებაში და მოგონებაში,“ — გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 8 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g