მწერალმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ ახალ წიგნზე მუშაობა დაასრულა.
წიგნი სახელწოდებით - „ანწუხელიძე, ომის ნამსხვრევები“, ავტორის თქმით, ოქტომბრის მიწურულს გამოიცემა.
გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს.