LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო “ლელო”: ალეკო ელისაშვილი

76
ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ, ოპოზიციისა და ხელისუფლების ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული პარტია “ლელო” იყო. აღნიშნული განცხადება მან “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა.

მისივე განცხადები​​თ, იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა საქართველოს სანქციებით დაწესებით ემუქრებიან, რაც არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ მთლიანად საქართველოს მიაყენებს დარტყმას.

ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით: ევროპარლამენტარები

“მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია „ლელო“. გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ხომ ვთხოვეთ მედიაცია, ხომ ჩამოვიდა მედიატორი, დაგვიდო დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის დოკუმენტია, არც ჩემი და არც რომელიმე ცალკე აღებული პარტიის დაწერილი არ არის. ახლა მოხდება ლუსტრაცია, ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვის უნდა რეალურად ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობის შენარჩუნება, რადგან, უკვე სანქციებით გვემუქრებიან. რომელიმე კონკრეტულ პარტიას კი არ ემუქრებიან, მთელ ქვეყანას, საქართველოს მიაყენებს ეს დარტყმას. ყველამ თქვას, აწერს თუ არა იმ დოკუმენტს ხელს, მორჩა და გათავდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად რომ საუბრობდნენ, რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ: ვოლსკი

კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას: ევროპარლამენტარები

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალს: ევროპარლამენტარები

magti 5g