LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალთაში ჩამისვა, ზურგზე ხელი მომისვა და მითხრა, ტუჩებში მაკოცეო” – ნინია კაკაბაძე მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა

2041
unnamed (1)

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ალაპარაკდა, რაც მას 9-10 წლის ასაკში გადახდა თავს.

ამის შესახებ კაკაბაძემ “ფორმულას”ეთერში ისაუბრა.

ნინია აღნიშნავს, რომ ის ძალადობისგან დედამ იხსნა.

„მეც ვიყავი 9-10 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მაშინ, სოლოლაკში ცხოვრობდით, ორი ბინა გვქონდა, ერთს ვაქირავებდით ხოლმე, და იქ წყვილი ცხოვრობდა, მგონი პარტნიორები იყვნენ. ქალთან დედას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ერთხელ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით ბინაში შემიტყუა. დედას ვუთხარი რუდიკო მეძახის, უნდა შევიდე და მალე დამიძახე-მეთქი. მან ჯერ შოკოლადი შემომთავაზა, მერე კალთაში ჩამისვა, ზურგზე ხელი მომისვა, არ მესიამოვნა და ფეხზე წამოდგომა ვცადე. მითხრა, ტუჩებში მაკოცეო. მაშინვე ფეხზე წამოვდექი, კართან მივირბინე, მაგრამ მან კარი გადარაზა.

საბედნიეროდ, იმ დროს, დედამ კარზე დააკაკუნა, ნინიაო, მეძახდა. იმ კაცს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, მაშინვე სხვა ადამიანად იქცა, კარი გამიღო.  მე ყველაფერი დედას მოვუყევი და რუდიკო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაშინვე შეუვარდა და დედამ თავისი ნივთებიანად ქუჩაში გააგდო.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი ხმა “ტუჩებში მაკოცე” ჩამესმოდა. აუცილებელია, ვისაუბროთ უფროსებმა ჩვენს თავს გადახდენილ ისტორიებზე, რათა პატარებმაც თუ მსგავსი რამ შეემთხვევა, უფროსებს უამბონ.”-ყვება ნინია კაკაბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები