LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების მოწოდებას აზრი არ აქვს, ყველამ კარგად იცის ვინ იყო შარშანდელი პოგრომის ორგანიზატორები – ნინია კაკაბაძე 5 ივლისის მოვლენებზე

96
4

„მოვითხოვთ “ქართულმა ოცნებამ” დასაჯოს თავისი მოკავშირეები, რომლებიც არიან მოძალადეები“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ პროკურატურასთან გაკეთებული განცხადების დროს „ფორტუნას“ განუცხადა.

„მესმის რომ რთულია დასაჯო საკუთარი გუნდის წევრი, მაგრამ მოუწევთ მათი დასჯა. იმ ორგანიზატორების, რომლებმაც შარშან 5 ივლისს მოაწყვეს ნამდვილი სასაკლაო“ – განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, გამოძიებისკენ მოწოდებას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი უკვე გამოძიებულია და ყველამ კარგად იცის ვინ იყვნენ „შარშანდელი პოგრომის მთავარი ორგანიზატორები“

„მოვუწოდებ მათ დასჯას, მოვითხოვ ამას. უნდა შეეგუონ რომ ადამიანების დასჯა ადრე თუ გვიან მოუწევთ“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნინია კაკაბაძემ პროკურატურასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები