ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის Facebook გვერდზე პატარა გოგონას მშობლის ემოციურ პოსტი გამოჩნდა.
თეა ქემერტელიძის სამადლობელი წერილიდან ცნობილი ხდება, რომ პატარა თამარი ქვეყანას 26 კვირის ვადაზე, 5 თვის წინ მოევლინა და ის მხოლოდ 750 გრამს იწონიდა. როგორც დედა აცხადებს, პერინატალურ ცენტრში, 5 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, პატარა თავს კარგად გრძნობს და ის სრულიად ჯანმრთელია:
„მე ვარ პატარა თამარ მიხელიძის დედა, თეა ქემერტელიძე. ჩემი თამარი 760 გრამი დაიბადა 26 კვირის ვადაზე. ჩვენ 5 თვე გავატარეთ ღუდუშაურში. დღეს ჩემი გოგო სრულიად ჯანმრთელია. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“, – წერს ის.