ევროპის მოედანზე აღმართულ ბერილინის კედლის ფრაგმენტზე გია გაჩეჩილაძემ პულივიზატორით წარწერა – “ღმერთი სიყვარულია” – გააკეთა.
თბილისის მერიაში „ფორტუნას“ დაუდასტურეს, რომ მომხდარი ფაქტის გამო მერია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში იმოქმედებს და უცნობი დაჯარიმდება.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ვანდალიზმია და 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, აღნიშნული კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. ამავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.
საპატრიარქოს პრესსამსახური გია გაჩეჩილაძეს და მის თანამოაზრეებს მადლობას უხდის