LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმატება მათ!” – “ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა

97
BeFunky-collage (3)

“ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა.

“ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!” – წერს გაბაშვილი.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამავე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივნად წარდგენილია გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილია აკაკი ბობოხიძე.

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

გიგა ბოკერიას არჩევას წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასა წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა.

ამავე თემაზე:

“ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა” – უგულავა ბოკერიაზე

დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, ვიღებ პარტიულ პაუზას

“პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს” – რაში არ ეთანხმება ბაქრაძე ბოკერიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g