LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

75
BeFunky-collage (2)

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ამავე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივნად წარდგენილია გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილია აკაკი ბობოხიძე.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” დღეს დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს.

ამავე თემაზე:

“ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა” – უგულავა ბოკერიაზე

დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, ვიღებ პარტიულ პაუზას

“პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს” – რაში არ ეთანხმება ბაქრაძე ბოკერიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g