ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. სამაცივრე საწყობში ,,აისბერგ- ფოთი” 40 წლამდე მამაკაცი ყინულის ყუთების დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ, განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა, თუმცა მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მამაკაცს მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული.
შსს-მ ფოთში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.