LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯიბეს“ ამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობების შესაძლებელობა აქვს

154
93013712-2872475949455579-7946930902062333952-o

აგრარული ვაჭრობის საბითუმო სავაჭრო ქსელჯიბესამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობების შესაძლებელობა აქვსაღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამასთან ერთად, მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ბაზაზე სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა. „ჯიბე“ აგროპროდუქციის რეალიზაციას 2019 წლის ნოემბრიდან ეწევა, რისთვისაც უკვე მოწესრიგებულია სამაცივრე მეურნეობები, რამაც საშუალება მისცა გლეხებისა და ფერმერებისგან ადგილზე შეესყიდა პროდუქტი. ამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობება არის შესაძლებელი საწყობებში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია. 9 აპრილიდან „ჯიბე“ 7-ჯერ ესტუმრა მარნეულის მუნიციპალეტიტის სხვადასხვა სოფელს და საერთო ჯამში 300-მდე გლეხისგან შეიძინა 77 ტონა ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი და სხვა”,-აცხადებენ კომპანიაში.

პროდუქტის მობილიზება პირველ ეტაპზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხდება და მომდევნო ეტაპზე, ამ მხრივ, კომპანიის ოპერირების არეალი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში რეგიონებში გაფართოვდება.

ამას გარდა, კომპანია „ჯიბე“ უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, მთელს საქართველოს მოიცავს. ცხადია, კომპანიის მხრიდან მოხდება ხარისხის კონტროლი პროდუქციის შესყიდვის დროს და ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. „ჯიბე“ არის ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომლის საქმიანობის სპეციფიკა გულისხმობს პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ საბითუმო საწყობებიდან. კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ბითუმად შესყიდვებსა და გაყიდვებზე, გამომდინარე მისი ეფექტური საოპერაციო სისტემიდან და მინიმალური ფასნამატიდან, ის ხელს უწყობს ბაზარზე საბოლოო მომხმარებლისათვის ფასების მინიმალიზაციასა და ხელმისაწვდომობას. კომპანიის ბიზნეს კონცეფცია მეწარმე იურიდიული პირების მხარდაჭერასად, მათთვის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში კი გლეხებისა და ფერმერებისაგან კომპანიის სისტემის გავლით პროდუქცია მოხვდება პირდაპირ საცალო და ქსელურ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში. ამ ეტაპზე დედაქალქისა და მისი შემოგარენისათვის განისაზღვრა სამი ლოკაცია, სადაც მოხდება აგრო სასურსათო პროდუქციის დასაწყობება და რეალიზაცია. ეს არის „ჯიბეს“ ბაზაზე არსებული სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც განლაგებულია შემდეგ მისამართებზე: დიდუბე, ერისთავის ქუჩა N5, ორხევი, ახვლედიანის ქუჩა N3, გლდანი, შეშელიძის ქუჩა N124 აღნიშნული ბაზებიდან მოხდება მხოლოდ საბითუმო გაყიდვების წარმოება.

„ჯიბე“ ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში 15 ფილიალით და ეტაპობრივად ხილ-ბოსტნეულის შესყიდვა და რეალიზაცია განხორციელდება მისი ყველა რეგიონიალური სასაწყობე ობიექტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები