LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი პროექტი, ინფრასტრუქტურული, ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, არ იქნება შესრულებული: ლერი ბარნაბიშვილი

89
?????????????????????????????????????????????????????????

“ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული,  ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იყო ჰიპოთეტური შეკითხვა და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი”,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეჩერდეს ჰესების მშენებლობა.

ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება.

“მე დავუფიქსირე პოზიცია, რაც არის ჩვენი მთავრობის პოზიცია, ნებისმიერი პროექტი, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს, ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იყო ჰიპოთე ტური შეკითხვა, და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი.

ყველა კითხვას ავიტან პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან და მე მათ პირობა მივეცი, რომ ყველა პასუხი იქნება დაკმაყოფილებული”, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

 

magti 5g