LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიდეოში სულ სხვანაირი იყავი, ახლა კი მივხვდი, რომ ნამდვილად ჩემი დედიკო ხარ” – დედა-შვილის შეხვედრა 2 წლიანი განშორების შემდეგ

292
დედაშვილისშეხვედრა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, ქეთი ნოგიევას შვილმა პატარა ევამ ჩააკითხა. დედა-შვილის თვალცრემლიანი შეხვედრის ვიდეო თავად ქეთიმ გამოაქვეყნა და ემოციური მინაწერიც დაურთო.

“ევამ იტალიაში ჩამომაკითხა …

– დედა რატომ ტიროდი აეროპორტში ?
– იმიტომ, რომ ძალიან მენატრებოდი
– თავიდან ვერ გიცანი, ამიტომ გიყურებდი განცვიფრებული, ვიდეოში სულ სხვანაირი იყავი, ახლა კი მივხვდი,რომ ნამდვილად ჩემი დედიკო ხარ.

პატარა, პაწაწინა, წლის და 11 თვის ასაკში მომიწია მისი დატოვება, ახლა კი სრულიად დამოუკიდებელ, დიდ გოგოს ვხვდები, რომლის პირადად გაცნობა ისევ ახლიდან მიწევს!

26 აგვისტო ორივე ჩვენგანისთვის, უმნიშვნელოვანეს თარიღად ჩაიწერება!”- წერს ქეთი ნოგიევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები