LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

92
nugzar-wiklauri-2020-10-09-16-38-19-370244

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წილაური “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” თალაკვაძის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს, აცხადებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე უნდა მოხდეს. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობა” ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მეტიც, წიკლაურის ინფორმაციით, ამ შეთავაზებას ხელს არცერთი ოპოზიციური პარტია არ აწერს.

“ამ დოკუმენტის ქვეშ ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა არ იქნება, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ლაპარაკი აქ არ არის ვადამდელ არჩევნებზე და ასევე, პოლიტპატიმრების საკითხი არის სრულიად გაურკვეველი. ეს იყო ჩვენს შორის უმთავრესი უთანხმოების საგანი. ამიტომ,ასეთი ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერა უბრალოდ, შეუძლებელია.

ასევე, სრულიად შეუძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი არჩევნების მიბმა, რადგან ეს სრულიად განსხავევბული არჩევენებია” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ის ფაქტი, რომ „ოცნება“ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელის აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია: აკაკი მინაშვილი

"თალაკვაძის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა მოუწია."

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თალაკვაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ “ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

“ამ განცხადებით, თალაკვაძემ პირდაპირ დაადასტურა, რომ არჩევნები გაყალბებულია. თუ ისინი ამბობენ, რომ 48% აქვთ მიღებული, მაშინ რით არის გამოწვეული,რომ ისინი ითხოვენ 40%-ს იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდეს. გამოდის, სრულიად გამორიცხული ვითარება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, უბრალოდ, შეუძლებელია. რამდენადაც მე ვიცი, არ იქნება შეცლილი ცესკოს შემადგებლობა. ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს ამ შეთავაზებას”- აღნიშნა წიკლაურმა “ფორტუნასთან”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, მათ შორის აქციებთან დაკავშირებით, უცვლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები