პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე ქეით მიდლტონის ულამაზესმა ყელსაბამმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. თავდაპირველად ბევრმა ვერ გაიგო, რატომ ეკეთა მგლოვიარე ქეით მიდლტონს თეთრი სამკაული. არადა ამ უძვირფასესი ყელსაბამის ისტორია ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და მას სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება.
საქმე იმაშია, რომ ყელსაბამი ექსკლუზიურად დამზადდა იაპონიაში მარგალიტის ქვებითა და ბრილიანტებით. ეს სამკაული დედოფალს 1975 წელს, იაპონიაში ვიზიტის დროს აჩუქეს, ამ კოლიეთი პირველად დედოფალი 1983 წელს, ბანგლადეშში გამართულ ოფიციალურ ვიზიტზე გამოჩნდა. კემბრიჯის ჰერცოგინია პირველად ამ ყელსაბამით 2017 წელს გამოჩნდა, სწორედ დედოფალ ელისაბეთისა და პრინცი ფილიპის ქორწინების 70 წლის იუბილეზე. მიდლტონამდე ყელსაბამი ხშირად ეკეთა პრინცესა დაიანას. მაგალითად, ნიდერლანდების სამეფო ოჯახთან შეხვედრის დროს, მაშინ როცა პრინც უილიამზე ორსულად იყო.
მედიაში წერენ, რომ ქეითმა შეკრიბა ყველა მნიშვნელოვანი თარიღი და დედოფლის უსაყვარლესი აქსესუარი დიდი გლოვისა და პატივისცემის ნიშნად გაიკეთა.