თელავში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა ქალს სამარშრუტო ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ცენტრალურ გზას, ბავშვთან ერთად კვეთდა, როცა მას სამარშუტო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).
