LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზმა მოსკოვში პატრიარქ კირილის კურთხევით ლიტურგია ჩაატარა

168
mitropolit

18 აპრილს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მოსკოვში იმყოფებოდა. მიტროპოლიტმა  წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

ამ ტაძარში სულიერ საზრდოს იღებს მოსკოვის მართლმადიდებლური საზოგადოება.

ლიტურგია დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით ჩატარდა.

ქართველ მიტროპოლიტთან ერთად ამბიონზე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვიც იდგა. ეს უკანასკნელი მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

 

 

ლიტურგიის დასასრულს  ნიკოლაი ბალაშოვმა მიტროპოლიტს პატრიარქ კირილის მისალმება გადასცა.

თავის მხრივ მეუფე ნიკოლოზმა ამბიონიდან მადლობა გადაიხადა თბილი დახვედრისთვის.

როგორც „ფორტუნას“ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა, ამ დროისთვის ის უკვე საქართველოში, საკუთარ ეპარქიაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g