LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს

236
kuchava-1

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე კახა კუჭავა წარადგინა.

მან არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც პარლამენტია, შესაძლებლობად უნდა გამოიყენონ.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ. ვთვლი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები