LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს თქვა – არასდროს“ – რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასა და კახა კუჭავასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე

162
BeFunky-collage (1)

„სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მიკვირს, რატომ მანამდე არ გაჩნდა ასეთი ეჭვი. არაერთი მათგანი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაშინ რატომ არ გაჩნდა ასეთი კითხვები?“, – ასე ეხმაურება ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი, ვიქტორ ყიფიანი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან გადაღებული ფოტოს გავრცელების შედეგად გამოწვეულ ინტერესსა და შეკითხვას, ხომ არ გეგმავს კუჭავასთან ერთობლივ პოლიტიკურ აქტივობას.

რაც შეეხება პოლიტიკაში უშუალოდ ყიფიანის შესაძლო მოსვლის გადაწყვეტილებას, როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა: „არასდროს თქვა – არასდროს“, ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ“.

ანრი ოხანაშვილი: ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ახალ მოთამაშეებზე, ახალ სახეებზე, თუმცა აქ ახალ მოთამაშეებზე, არა როგორც სუბიექტებზე, არამედ, როგორც ახალ ხელწერაზე, ახალ მიდგომაზე. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ის ხედავს და ამას, სხვათა შორის, ეს ყბადაღებული NDI – IRI-ის გამოკითხვები არ სჭირდება.

სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას, ამას რაღაც განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს, მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამას ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ფიქრი ახლა სხვა რამით არის დაკავებული. ერთი რამ მიკვირს, როდესაც საქართველოში ირჩევენ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე, ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანებისა.

სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოს რეალობაში, შენს თავზე რომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტყინებასა და სიხარულს, ეს იმხელა ტვირთი და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, 13 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ვიქტორ ყიფიანი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარაა.

კობახიძე: არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ის

გია ხუხაშვილი: ვიქტორ ყიფიანი ფაქტობრივად არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები