LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

170
ვიქტორი და სალომე

ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა; ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებით, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა “პირველ არხთან” საუბრისას, გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა.

არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რატომ არ არის სწორი და რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ“. ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს. „მე არ მაქვს ფაქტები, ფაქტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო იქ მთელი კონტრარგუმენტებით იმიტომ, რომ ხომ იციან, ოპოზიცია იქ რა არგუმენტებით მუშაობდა? მე პრეზიდენტი ვარ და მე ხომ არ ჩავერთვები ამაში?“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზედაც სალომე ზურაბიშვილს კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა.

„ჩვენ ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებით, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა ეს რა მოსატანი არის, ინტერვიუ ხანგრძლივი იყო და ამიტომ ჩვენ სხვა მეტად საინტერესო და უცნაური შეფასებები მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან. თავს არ შევაწყენ მსმენელს ახლა ამ უცნაურობის განმარტებით და ამით შემოვიფარგლები, ნიშნად ჩემი პატივისცემისა ინსტიტუტისადმი.

ადვოკატი, ზოგადი გაგებით, ნიშნავს ადვოკატირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ლობირებას, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტზე; ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზედაც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

სალომე ზურაბიშვილის 21 ივლისს გაკეთებული განცხადებები: 

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე – დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – გასამდა და დამთავრდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები