LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

74
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მიხვდებოდნენ, რადგან მე არა მხოლოდ სესიის მოწვევაზე მოვაწერე ხელი, ამავე დროს მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ სრული მონაწილეობა მიიღონ იმ სამუშაო ჯგუფებში. რას ჰქვია დეპოლარიზაცია? – დეპოლარიზაციაა, როცა შენ ორივე მხარე რაღაც ნაბიჯს დგამს. „ოცნებას“ რატომღაც ავიწყდება, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი მონაწილეობს ამ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შეიქმნა. მეორე მხარის ნაბიჯი შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა დათანხმება ამ სესიაზე. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი. მე არ ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ დათანხმდებოდა სესიაზე, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შევა ამ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე შესულია. კიდევ სხვა პარტიებისგან მესმის, რომ რაღაცებს ელოდებიან და შეიძლება შევიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არა, მაგრამ არ გავიმეოროთ იგივე, რაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე მოხდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, უნდა გადავაგდოთ ყველაფერი. დავიწყოთ მუშაობა ვინც მზად არის დეპოლარიზაციისთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და კარგია, რომ სამუშაო ჯგუფები შექმნილია. აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში და რაღაც მომენტში არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის მედიატორობას რაღაც ფორმით, რადგან უცხოელების მონაწილეობა აღარ იქნება. მე მზად ვარ ამისთვის, თუ დამწიფდება მდგომარეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე – დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – გასამდა და დამთავრდა

შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ მისი გზავნილი, რომ ახლა დასვენების დრო არ არის, რაც რიგგარეშე სესიის დანიშვნის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელდა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფები და კომისიები დროის გაყვანის მცდელობაა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ეს არ უთქვამს.

„6 თვე გვაქვს, არც კი, ცოტა დრო არის და თუნდაც ეს ევროპარლამენტარები რომ ჩამოდიოდნენ, რატომ არის ცუდი და წარმოუდგენელი ნიშნის მიცემა და იმის ჩვენება, რომ მზად ვართ, მე რაღაც ნაბიჯი გადავდგა და მოვითხოვ, იმანაც გადადგას რაღაც ნაბიჯი? რატომ არ ვეჩვევით იმას, რომ რაღაცების დათმობა შეიძლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელი იყო რიგგარეშე სესიის ჩატარებით რამე შედეგის მიღწევა, როცა ოპოზიციის ნაწილი სესიას სამი საკითხის განსახილველად ითხოვდა, საიდანაც პირველი საკითხი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო ბარიერის დაწევა, „ქართულ ოცნებას“ კი ცალსახად აქვს გაცხადებული, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ არის იმ პოზიციაში, ევროკავშირს პირობები დაუყენოს.

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

„დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, ევროკავშირს პირობები დავუსვათ, ამას გავაკეთებ, ან იმას გავაკეთებ, თუ ამ სტატუსს მივიღებ. დღეს ჩვენ, საქართველო არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ დავუსვათ პირობები ევროკავშირს. გვინდა კანდიდატის სტატუსი? მთავარი კითხვა ეს არის. გვინდა? – მაშინ მზად უნდა ვიყოთ და ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g