LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

276
zurabishvili-administracia4

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე (რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება), რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ვერც ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციას ვერ გააგებინა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში „ყველა ერთად ვართ“.

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

„მუშაობით უნდა დაეძლია – უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია. ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის – არც ოპოზიციას ესმის, რომ მისი განცხადებებით ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, მათი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები და უფრო მეტადაც, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და მას აქვს ბერკეტები და როცა ის ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოლიგარქიზაციის პრობლემის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერა, „სუფთად მმართველი გუნდის ბრალია“.

„მმართველი გუნდის ბრალია სუფთად, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდა, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ იმუშავეს, არ ჩაიტანეს ფაქტები, რომ არ არსებობს არაფერი ივანიშვილის წინააღმდეგ. მე არ მაქვს ფაქტები. ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო, მთელი კოტრარგუმენტებით. მე მისვამენ შეკითხვებს {არაფორმალურ მმართველობა} და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ „თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში“, გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი 2 წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა – მე ფაქტი არ მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g