LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო  ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

146
ზურაბიშვილივიზიტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს მოგონილია და ის რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო არც ევროპარლამენტთან, არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქებში, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაიგეს ესა. თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა მაღალ დონეზე ევროპელებს, მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრული მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რაც გაგრძელებაა იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპული პერსპექტივა რომ მოგვანიჭა ევროპულმა საბჭომ, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, რომ თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება ასევე კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის, რომელიც სწორედ საქართველოზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად, ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა მივიღოთ იგივე, რაც უკრაინა და მოლდოვამ მიიღო და ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია ამ 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ.

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით, ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად. იყო მთელი რიგი ნაბიჯები იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება ნაჩქარევი წესით, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, გვესმის გაუთავებლად ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g