LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

152
ზურაიშვილი

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა და აღნიშნა, რომ თავდასხმაა, როცა ბრალდებები ისმის.

„კობახიძე: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 ევროპარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ – ეს არ არის თავდასხმა? ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა? ეს კრიტიკა არ არის, როცა ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან.

9 ივნისი, მდინარაძე: „ათზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, არ გვითქვამს არასდროს, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო.

ამას ხედავს ყველა ძალიან კარგად, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, დღესაც, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს მოგონილია და ის რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო არც ევროპარლამენტთან, არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქებში, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაიგეს ესა. თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა მაღალ დონეზე ევროპელებს, მე ვარ.

თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრული მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან.

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები საზიანოა ქვეყნისთვის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, მაგრამ მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს აღარ გვაქვს – კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g