LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილმა მეფე ჩარლზ მესამეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

383
2026-06-05_23-00-46_906886

4 ივნისს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ მესამეს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მეფე ჩარლზ მესამესთან აუდიენციისას განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.

„მისმა უდიდებულესობამ, მეფე ჩარლზ მესამემ საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g