LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ადვოკატი: ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის – რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

279
ვიქტორ ყიფიანი და ივანიშვილი

„სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის. ძალაუფლებისთვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურისტმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა და მმართველი გუნდი ე.წ გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებისთვის გააკრიტიკა.

როგორც ყოფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში აღნიშნა, „ქვეყნის რეპუტაციული სიჯანსაღე არის მნიშვნელოვანი და პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ პარტიული და ქვეყნის მიზნების გამიჯვნა“:

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის წამოწყებას ასეთი ოფიციალური, მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ჩვენ ამაზე ხომ ვიღებდით არაერთ განცხადებას? ყოველ შემთხვევაში, იმ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, რომელთა მიმართულებით სვლა ჩვენი ოფიციალური, დეკლარირებული არჩევანია.

სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის. ძალაუფლებისთვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი, სამართლებრივი კუთხით პრობლემას არ ქმნიდა და არავის „არ ზღუდავდა.“ ექსპრემიერის უფლებადამცველის შეფასებით, კონტექსტი უკეთ უნდა აეხსნათ როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე – მოსახლეობისთვის.

“ნებისმიერს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა? ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა” – ღარიბაშვილი

„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.

ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ უნდა აეხსნათ“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ - ღარიბაშვილი

„ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ.“

მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორებს, როგორც ეს ბიზნესში ხდება, უნდა ჩამოეწერათ კანონპროექტის როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მხარეები.

„ჩემი აზრით მინუსების სია გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსებისა. ჩვენ ძალიან დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და შემდეგ უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში.

ნუთუ არ შეიძლება, რომ ქართულმა პოლიტიკამ, ამდენი წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სიმწიფის უფრო მეტ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?“ – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა.

მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება – პრემიერი

პოპულალურები