LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნებისმიერს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა? ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა” – ღარიბაშვილი

162
ირაკლი ღარიბაშვილი

ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? “ქართულმა ოცნებამ”, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და ევროპის იდეაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დააბრუნა.

“რაც შეეხება ზოგადად, ევროპის იდეას, მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მივმართო. ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი. ვინ მოიტანა რეალური პროგრესი. სააკაშვილმა? ნამდვილად არა. რატომ – სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტი ევროპული თავისი ბუნებით, თავისი მმართველობის სტილით. შეშლილი დიქტატორი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას ბრუტალური, სასტიკი მეთოდებით. აწამებდა, კლავდა ხალხს ახალგაზრდებს მათ შორის. 300 000 ადამიანი გაასამართლა. მისი გუნდის წევრები იყვნენ მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი. დღეს იგივე ხალხი უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ჩვენს ევროპულ მომავალს.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

„ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა.“

ახლა ვუბრუნდები 2012 წელს. მაშინ ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მოიყვანა “ქართული ოცნება”. ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილს მანამდე რა გაუკეთებია, ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი თავისი ჯიბიდან გადაიხადა და ძალიან ბევრი მაგარი საქმე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. რეალურად, მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. აცდენილი იყო საერთოდ, გახსოვთ, რომ სააკაშვილის მთავარი იდეა იყო, არა ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება, შეგახსენებთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ. ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გადმოგვეცა, მე ვიყავი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მე გადმომეცა სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იძახიან, რომ ევროპა გვინდა. ყველას გვინდა ევროპა.

ღარიბაშვილი - მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მის გუნდს

მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა.

შევახსენოთ მაშინ საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდებს, ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მე მოვაწერე ხელი „ქართული ოცნების” სახელით. თავისუფალ ვაჭრობას ვინ მოაწერა? რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა შეძლონ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა. მანამდე გახსოვთ, რომ ვიზის ასაღებად რამხელა რიგები იდგა საკონსულოებში. ბევრი მაგალითი ვიცი ღირსების შემლახავი საქციელებიც კი ხდებოდა საკონსულოებში. არ აძლევდნენ ვიზებს და არ ენდობოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ჩემო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როდის მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა საბოლოოდ, ჩემი მეთაურობით, მაშინ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ ელიტამ, სააკაშვილის ელიტამ ან სხვა შეძლებულმა ფენამ, არამედ, ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ”. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა”, – განაცხადა მან.

მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g