LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: ვიქტორ ყიფიანი ფაქტობრივად არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს

215
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ვიქტორ ყიფიანი ფაქტობრივად არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ბიძინას უძლეველობის მითოლოგიას სერიოზული ზიანი მიადგა. ახლა კი ივანიშვილი ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შანსს აძლევს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, ხოლო თუ ვერ გამოასწორეს, „ჩარეცხავს“.

„მისთვის ახლა მთავარი პრობლემა არის შესუსტებული ავტორიტეტი, ბიძინას უძლეველობის მითოლოგიას სერიოზული ზიანი მიადგა. სრულიად მოირყა სისტემა, სისუსტე გამოავლინა. მისთვის მთავარი პრობლემა მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში სისუსტის გამოვლინებაა, შესაბამისად, მას სჭირდება გარკვეული რევანში, შეტევა საზოგადოებაზე.

ამ როლზე რომც ფიქრობდეს ჩანაცვლებას, ვფიქრობ, რომ ირაკლის კიდევ უფრო მეტი ცოდვები უნდა აკიდოს, დაგეგმილიც რომ ჰქონდეს მათი „ჩარეცხვა“, ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაში ჩანდა, რომ ისევ შეტევაში არიან ბიჭები, რაღაცა უნდა მოიმოქმედონ.

ღარიბაშვილი ან იტყუება, ან მართლა არ იცის, რა ხდება. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შეიძლება, მართლა ვერ ხვდება, რა ხდება, მაგრამ ბიძინა მას იყენებს. ფაქტია რევანშის, რომელიც შეიძლება წარმატებით ვერც დასრულდეს, მცდელობა იქნება. ეს ცოდვებიც უნდა აჰკიდოს ირაკლებს, ჰოდა, მერე ჩარეცხავს, ახლა რატომ ჩარეცხოს. ჩარეცხავს მას შემდეგ, რაც საზოგადოებაზე ანგარიშსწორების მცდელობა იქნება.

მე ეჭვი მეპარება, რომ მათ რამე გამოუვიდეთ, ბიძინა ივანიშვილი ახლა, თითქოს ერთგვარ შანსს აძლევს ირაკლებს, რომ თქვენივე გაფუჭებული საქმე მიდით და გამოასწორეთ, ამათმაც სხვა არაფერი იციან და მოქმედებენ ამ მეთოდებით. ბიძინა ახლა წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ ამათმა შეძლეს სიტუაციის გადატეხა და სისტემის სტაბილურობის აღდგენა, დატოვებს, თუ ვერ შეძლებენ, „ჩარეცხავს“ და ამზადებს, რა თქმა უნდა, შედარებით დავარცხნილ, გაწონასწორებულ ალტერნატივას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ივანიშვილის ადვოკატი: ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის – რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

ანრი ოხანაშვილი: ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g