LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

234
ბიძინა, ვიქტორ ყიფიანი და ოხანა

„ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.

ივანიშვილის ადვოკატი: ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის – რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ.

კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით.“– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g