LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა, რა ვქნათ? საფლავზე მოვაწყოთ ღვინის სმა?… ასე უფრო მეტ საფლავზე გავხდებით მისასვლელი: ხუნდაძე შეზღუდვებზე

81
BeFunky-collage

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“რამდენიმე დღეში დგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საპატრიარქოსთან კონსულტაციებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფლავებზე გასვლა შევზღუდოთ. პარტიული ტელევიზიები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ტირაჟირებენ, თითქოს საშინელება ვაკეთებთ და პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით. მთელი მსოფლიო პანდემიას პირბადის მოხმარებით, ფიზიკური დისტანციით, შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ებრძვის.

აბა, რას გვთავაზობთ, რა ვქნათ? გავხსნათ რესტორნები, საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, მოვაწყოთ აქციები, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ვლანძღოთ ექიმები, გავაბითუროთ ვაქცინა და ამით დადგება უკეთესი შედეგი? არა, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი”.- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მისვლა შეიზღუდება.სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g