LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუმის ზომბები“ – ვიდეოკონფერენციების გამო გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

36
crashusa

აშშ–ს გზებზე 2020 წელს ტრაგიკული შედეგით დასრულებული ავარიების ნამდვილი ბუმი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 42 060 ადამიანი დაიღუპა, რაც 2019 წელთან შედარებით 8%–ით უფრო მეტია. თანაც, ეს მოხდა მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე გზებზე 13,2%–ით უფრო ნაკლები ავტომობილი გადაადგილდებოდა.

აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი 24%–ით გაიზარდა, რაც 1924 წლის შემდეგ ნამდვილ რეკორდს წარმოადგენს. გასულ წელს ამერიკელებმა საჭესთან სმარტფონის გამოყენებას მოუხშირეს, რაც გახდა კიდეც ავარიების ზრდის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი.

ექსპერტებმა ახალ პრობლემას „ზუმის ზომბები“ უწოდეს. საქმე ისაა, რომ გზებზე სიკვდილიანობის მიზეზი ვიდეოკონფერენციები გახდა, ვიდეოკონფერენციები რომლებიც თვითიზოლაციის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ადამიანები ონლაინ ზარებს მიეჩვივნენ და ასეთ დროს მათ საჭესთან კონცენტრაცია ძალიან უჭირთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები