LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯართის გროვა, რომელიც ერთ დროს Ford GT იყო, აუქციონზე იყიდება

120
fordgt

ონლაინ–აუქციონზე Copart სრულიად განადგურებ ავტომობილს ყიდიან. ჯართის გროვა წარსულში 2005 წელს გამოშვებული Ford GT იყო და დაახლოებით 239 ათასი დოლარი ღირდა. თუ რა თანხის მიღება სურს გამყიდველს ნარჩენებში უცნობია, რადგან საწყისი თანხა მითითებული არ არის.

ლოტის აღწერილობაში წერია, რომ Ford GT კონვეიერიდან ჩამოსვლის დროს შავი ფერის იყოს, 5,4 ლიტრის V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 550 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. ძრავი 6–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობდა.

საიტზე მითითებულია, რომ ამერიკულ სპორტქარს მთავარი დაზიანება ხანძარმა მიაყენა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და თუკი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ხანძარს წინ სერიოზული ავარიაც უძღოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები