ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა, მათ შორის ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50-60 პროცენტით განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივი მერიის სტიქიის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში იმყოფება, რომელიც მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის.
სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.