LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

211
მკვლელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ.

„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g