ავლაბარში მკვლელობა მოხდა – არსებული ინფორმაციით, მოკლული შუახნის ასაკის მამაკაცია.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რა გახდა დანაშაულის მიზეზი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
