LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

507
პატრული

ფოთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები