ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილების ოთახის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ოთახში რამდენიმე თვის წინ კოვიდ კრიტიკული პაციენტები იმყოფებოდნენ, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ განყოფილება ცარიელია
“ვაქცინირებული ნიუ-იორკი. მაიმონიდის ჰოსპიტლის “ემერჯენსი რუმის” (Emergency room) კოვიდის განყოფილება… სულ რამდენიმე თვის წინ აქ ორ რიგად იყო მიტყუპებული საწოლები, ისე რომ ჩემი აღნაგობის შურდათ უვიწროვეს გასასვლელებში რომ ვეტეოდი. მეტიც, მაშინ კოვიდ განყოფილება არც არსებობდა, მთელი ჰოსპიტალი იყო ერთი დიდი კოვიდ კრიტიკული მედიცინის განყოფილება.
იმედია მალე საქართველოშიც გვექნება ცარიელი კოვიდ განყოფილებები”,-წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ში ვაქცინაცია სრულად აქვს გაკეთებული 105 მილიონ მოქალაქეს, 147 მილიონი მოქალაქე კი ერთჯერადაა აცრილი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ახალი მიზანია 4 ივლისისთვის ამერიკის მოსახლეობის 70 პროცენტს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდეს გაკეთებული.