მომღერალი ნუცა შანშიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გამომწერებს სიყვარულსა და ეჭვიანობაზე საკუთარი ოჯახური მაგალითით ესაუბრება.
ნუცა შანშიაშვილი ჰყვება, რომ ერთხელ მისმა ვაჟიშვილმა მოუყვა იმის შესახებ, რომ მამა სტილისტთან მისი მიყვანისას, სანამ ბიჭუნა თმას იჭრიდა, ქალს კოცნიდა. გარდა ამისა, მომღერალი იხსენებს ახლანდელ ამბავს, როდესაც მისმა მეუღლემ წითელი ღვინის რამდენიმე ბოთლი მისი თანდასწრებით შეიძინა, რამაც გააკვირვა, რადგან ასეთ ღვინოს თავად არ მიირთმევს… მისმა პასუხმა, რომ წითელ ღვინოს მუშებისთვის ყიდულობდა, არ დააკმაყოფილა…
„ჩვენი შვილის მონაყოლზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. 20 წლის წინ, როდესაც თემური გავიცანი, ასეთი პატარ-პატარა ამბები რომ მომხდარიყო, ხომ არ ვაპატიებდი? როგორია რაღაცაა იცით, სიყვარული? თავისი გრადაციები აქვს. ყველას ისეთ ქმარს ვუსურვებ, როგორიც თემური ჩემთვისაა, მაგრამ 20 წლის წინ, როცა სიგიჟე მჭირდა შინაგანი, არაფერს ვაპატიებდი. სავარაუდოდ, როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი გონების ისეთი ინფიცირება ხდება, თითქოს ცეცხლი გეკიდება და ვერავის აპატიებ, რომ იმ ადამიანს ზედმეტად შეხედოს, გიჟი ხდები… მერე უფიქრდები, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, მაგრამ მის გარეშე ხელოვნება ვერ შეიქმნება და ვერც დედამიწა იარსებებს…“