LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დაგროვებითი პენსიით ჯამში 800- მდე ადამიანმა ისარგებლა

184
ლარი

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800- მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები