LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

78
BeFunky-collage (1)

კულტურის მინისტრის განცხადებით, უწყება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს.

ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას: თეა წულუკიანი

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარე წელს, ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია ოსტატთა რეესტრის შექმნა, 2022 წლიდან კი მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება.

მინიტრის განმარტებით, დღეიდან, 15 ივნისის ჩათვლით, სამინისტრო შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს მიიღებს:

  • ქვითხურო
  • ხითხურო
  • ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი
  • კირითხურო
  • სახურავთა ოსტატი
  • მჭედელ-ზეინკალი
  • მეავეჯე
  • ხარატი
  • დეკორატორი.

“განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.” – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, რეესტრის საფუძველზე, ეტაპობრივად გაცოცხლდება ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადოდ დაცვის ტრადიცია რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში.

რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს.

მიმდინარე წლის 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ:

საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის [email protected] ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

 

mazda magti 5g