LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას: თეა წულუკიანი

107
თეა წულუკიანი

“ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები.” – კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, “იმედის დილის” ეთერში უწყების მიერ განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც თეა წულუკიანმა თქვა, “ვარდების რევოლუციის” დღიდან ძეგლთა დაცვის სტრუქტურებმა მოშლა დაიწყო და იქ საჭირო იყო რეფორმები, თუმცა არა ნგრევის სახით:

“ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს.

სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე, მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ – რეალური რესტავრაცია.” – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.

ის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g