თბილისში, ვარკეთილში ავტომობილი დაიწვა.
ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.